საზოგადოება

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობის კვლევის შედეგი

ბარმენი, გამყიდველ-კონსულტანტი, გიდი, ზეინკალი, კალატოზი, – ეს იმ პროფესიების მოკლე ჩამონათვალია, რომლის მფლობელებსაც ქართულ  შრომით ბაზარზე დასაქმების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა ის პროფესიები, რომლებიც კადრების ნაკლებობას ყველაზე მეტად განიცდის.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი გამყრელიძემ „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის“ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ კვლევის საფუძველზე ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის, სადაც სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებელს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შრომით ბაზარზე არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება.

„შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კლევა“ 2015 წელს ჩატარდა. კვლევა იყო რეპრეზენტაბელური, რადგან მოიცვა საქართველოს 11-ვე რეგიონი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დასაქმების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით  1%-ით გაიზარდა. რაც არცთ თუ ისე დიდია. ბოლო 12 თვის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 49 ათასი ერთეულით, ანუ შეიქმნა 49 ათასი სამუშაო ადგილი, შემცირდა 40 ათასი სამუშაო ადგილი. ანუ სხვაობამ 1 % შეადგინა. შრომით ბაზარზე ყველაზე მეტი ორგანიზაცია წარმოდგენილია ვაჭრობის სექტორიდან, 24 ათასი სუბიექტი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი უჩივის კადრების კვალიფიკაციას“, – აღნიშნა გიორგი გამყრელიძემ.

იხილეთ „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილი პოზიციები, რომლებზეც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას“:

1          ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

2          ავტომობილის ზეინკალი

3          ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

4          ამწის მემანქანე

5          ბარმენი

6          ბაღის დიზაინერი

7          ბუღალტერი

8          გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

9          გამყიდველ-კონსულტანტი

10        გიდი

11        დურგალი

12        ელექტრიკოსი

13        ელექტრომექანიკოსი

14        ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი

15        ელმავლის მემანქანე

16        ენერგეტიკოსი-მემონტაჟე

17        ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

18        ზეინკალი

19        ზეინკალ-სანტექნიკოსი

20        ინფორმაციული ტექნოლოგი

21        კალატოზი

22        კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

23        კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

24        კონდიტერი

25        მებაღე

26        მებოსტნე

27        მემანქანე

28        მეფილე-მომპირკეთებელი

29        მეხილე

30        მზარეული

31        მიმღები-რეცეფციონისტი

32        მოლარე

33        მშენებლობის მწარმოებელი

34        მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

35        ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი

36        ოფისის მენეჯერი

37        ექთნის თანაშემწე

38        რადიო – და სატელევიზიო სისტემების მომსახურებისა და ექსპლუატაციის ოპერატორი

39        რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

40        სავალი ნაწილის ტექნიკოსი

41        საკერავი მანქანების მექანიკოსი

42        საკერავი მანქანების ოპერატორი

43        სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

44        სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

45        სარესტორნო საქმის მწარმოებელი

46        სასტუმრო საქმის მწარმოებელი

47        სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

48        ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

49        ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი

50        ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი

51        ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი

52        შემდუღებელი

53        ძრავის შემკეთებელი

54        წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი

55        ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი

edu.aris.ge