ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენი საპენსიო სისტემა თავისი არსებით საბჭოური, უსამართლო და ნაკლოვანია
“დღეს არსებული საპენსიო სისტემა არის ძალიან ნაკლოვანი და უსამართლოა თავისი არსებით, ამიტომ ვგეგმავთ, რომ გადავიდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე რომ ადამიანის შემოსავალზე იყოს დამოკიდებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოჩაღებიც და ზარმაცებიც ერთნაირ პენსიებს არ უნდა იღებდნენ.
“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ იმ სისტემის, რომელიც მოქმედებს დღეს ქვეყანაში, არ დაგიმალავთ ეს საბჭოური საპენსიო სისტემაა. ყოჩაღებიც და ზარმაცებიც ერთნაირ პენსიებს იღებენ. დღეს არსებული საპენსიო სისტემა არის ძალიან ნაკლოვანი და უსამართლოა თავისი არსებით, ამიტომ ვგეგმავთ რომ გადავიდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე რომ ადამიანის შემოსავალზე იყოს დამოკიდებული, ადამიანის შრომაზე იყოს დამოკიდებული პენსიის ოდენობა და არა ხელისუფლების კეთილ სურვილზე, არა ბიუჯეტში ფულის რაოდენობაზე. ვიწყებთ ჩვენ ამ სისტემას და გვექნება კიდევაც. რა თქმა უნდა, ძველ პენსიონრებს ეს ნაკლებად შეეხება. ჩვენ თუ ამ სისტემას ავამოქმედებთ 7-9 წლის შემდეგ ყველა მოქალაქეს შეეძლება აიღოს 500 ლარიანი და 700 ლარიანიც, გააჩნია რამდენს დააგორვებ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია “იბერიასთან”.