05/05/2024
Latest:
საზოგადოება

ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა

ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა. სხვადასხვა ჯიშის ნარგავები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს.

კომპანიის ინჟინერის ირაკლი შანავას თქმით, ნარგავები იტალიიდან ბიძინა ივანიშვილმა ჩამოატანინა. შანავას განცხადებით, 12 სახეობის მცენარეებს შორის ტიტას ხეც არის.

“12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოვიდა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით. თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შეჰპირდა პარკის გაშენებას. დაახლოებით ამდენივე ხეს ველოდებით მომდევნო ეტაპზე”, – აღნიშნა ირაკლი შანავამ.