18/05/2024
Latest:
საზოგადოება

ევროპის სახლი ანა ბეთლემელის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

ანა ბეთლემელი – 21 წლის აუტისტი ძალიან ნიჭიერი გოგონაა, რომლის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება 2 აპრილს, 19:00 საათზე; „ევროპის სახლში“; მის: შ. დადიანის 2.

ანა თავის სამყაროში ცხოვრობს. უჭირს მეტყველება და ვერ ახერხებს კომუნიკაციას, ამიტომ თავის ფიქრებს, ემოციებს და გრძნობებს ხელოვნების საშუალებით გადმოგვცემს.ისძერწავს, ხატავს აბრეშუმით, მუშაობს თექაზე და გობელინზე. ასრულებს საგალობლებს.

მის პლასტელინის ფიგურებში საოცარი დინამიკა და სიმეტრიაა. ფიგურების კომპოზიციურად განლაგება და ფერთა ჰარმონიული შეხამებაც გამორჩეულია.

ანა ძალიან პოზიტიური, კეთილი და მოსიყვარულეა.
ჯიპას სტუდენტმა მარიამ ხუციშვილმა თავისი სადიპლომო დოკუმენტური ფილმი სწორედ ანას მიუძღვნა.

***ანამ 8 წლიდან დაიწყო პლასტელინით ძერწვა.  ბევრი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი. გარკვეული დროის შემდეგ, გობელენით დაინტერესდა. თექასა და აბრეშუმზე მუშაობაც შეისწავლა. ძალიან მოსწონს და ბედნიერია. ბავშვობიდან ღია და ნაზი ფერები იზიდავდა. განსაკუთრებით კი  ვარდისფერი უყვარს.

*** ლია ნიორაძე, ანას დედა:„ყველა აუტისტი ბავშვის დედას ვეტყოდი, რომ მე მთელი 22 წელი სხვადასხვა ექიმებთან სიარულითა და მედიკამენტებით მკურნალობით ვერ მივაღწიე იმ შედეგს, რაც ახლა უშუალოდ მასთან კომუნიკაციითა და სიყვარულით მივიღე. ანას უყვარს ადამიანებთანურთიერთობა, ამით ის ძალიან ბედნიერია. ბავშვისთვის მშობლის დამოკიდებულებას და სიყვარულს დიდი ძალა აქვს. მინდა, რომ ჩემი შვილი შემოქმედებითად კიდევ უფრო განვითარდეს. მას კი საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის ხელშეწყობა სჭირდება.

ანას ნამუშევრები პირველად 2012 წლის 2 აპრილს TBC ბანკის სათავო ოფისშიაუტიზმით დაავადებული ბავშვების გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

ახლა კი ანა ბეთლემელის პერსონალური გამოფენა გაიმართება2 აპრილს 19 საათზე „ევროპის სახლში“ შ. დადიანის N 2-ში