02/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველო CNN-ის მიერ დასახელებულ 16 საუკეთესო სამოგზაურო ქვეყანებს შორის მოხვდა

სულ მალე ტურისტული სეზონი გაიხსნება და საქართველოშიც იმედოვნებენ, რომ წელს ბევრი ტურისტი გვეყოლება. ამასთანავე ერთი კარგი სიახლეც გამოჩნდა ინტერნეტ-სივრცეში.

ყველასთვის კარგად ცნობილმა და წამყვანმა ამერიკულმა არხმა CNN-მა, საქართველო დაასახელა, 2016 წლის ყველაზე მთავარ სამოგზაურო ადგილად, სხვა ეგზოტიკურ ადგილებთან ერთად, როგორიცაა მადაგასკარი, ტაივანი.

სამოგზაურო ადგილების სია CNN-მა ვებ-საიტზე გამოაქვეყნა, სია შედგება ექპსერტების რჩევებითა და მოგზაურთა გამოცდილებების გაზიარებებით. რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანას, ის გამოარჩიეს “შუასაუკუნოვანი არქიტექურით, მუდმივი კულტურით და სულისშემძვრელი პეიზაჟებით.” ასევე აღინიშნა გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მოსახერხებელი ფრენების შესახებ და ბოლოს რეკომენდაციაც გაუწიეს ტურისტებს ამ ადგილის მოსანახულებლად.

საქართველოს აღწერაში ასევე, მოხვდა უძველესი ველები და ეკლესია მონასტრები, კოშკები, ვენახები, ასევე აღინიშნა თბილისზეც და საშობაო განათებებზე, თანამედროვეობაზე.

“უბრალოდ განსაცვიფრებელი” ადგილი ძველისა და ახლის საოცარი შერწყმით, სხვადასხვაგვარი ლანდშაფტითა და ბუნებით, ჩვენი ქვეყანა ასევე მოხვდა 2016 წლის top 50 travel destinations-ის სიაში, რომელიც ნიუ-იორკის გაზეთ Travel + Leisure-მა გამოაქვეყნა.