27/04/2024
Latest:
საზოგადოება

მთავრობა ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზის მშენებლობას გეგმავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ექსტრემალური მარშრუტი იქნება.

„ერთ-ერთ საინტერესო მარშრუტზე, რომელიც დააკავშირებს ყაზბეგის რაიონს, ხევსურეთს და თუშეთს, შედგენილია ტექნიკური დავალება და ტენდერი დღე დღეზე გამოცხადდება. ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ექსტრემალური მარშრუტი, რამდენიმე უღელტეხილი იქნება, რომელიც 3 000 მეტრზე გადის. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე  მიმზიდველი რეგიონი იქნება და ეკონომიკას ძალიან წადგება“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში აშენებულია დაახლოებით 150 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 100-მდე კილომეტრზე კი  მშენებლობები მიმდინარეობს და 2 წლის ვადაში დასრულდება.

გარდა ამისა, 4 წლის ვადაში უნდა დასრულდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც მოიცავს.

„სამშენებლო და საპროქტო ტენდერებია გამოცხადებული 1000 კილომეტრ გზებზე, რომლებიც 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ეს არის გზები ლარსის მიმართულებით, ბაკურციხის მიმართულება, ბაკურციხიდან თელავის მიმართულება, წნორი-ლაგოდეხის მიმართულება, რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულება, სადახლოს მიმართულება. ხარაგაულის შემოვლითი გზა. სამტრედია-გრიგოლეთის გზა შენდება, გრიგოლეთიდან ქობულეთის შემოვლით გზას მიუერთდება. ასევე,  მიმართულებით აშენდება ახალი გზა. უკვე ცხადდება ტენდერები საირმის და აბასთუმნის დამაკავშირებელი ძალიან ლამაზი და მოკლე მარშრუტის მშენებლობაზე. რაჭის მიმართულებით იმერეთიდან გადასასვლელ გზაზე. გოდერძის უღელტეხილზე გაკეთდება ახალი გზა. სვანეთში კვლევა ტარდება, რომ უმოკლესი მარშრუტი შეირჩეს ლენტეხიდან მესტიამდე“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრი სიგრძის, 4 ზოლიანი ავტობანის მშენებლობა.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტია, ევროპაში ამჟამად ასეთი სირთულის პროექტი არსად არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა სეთურიძემ.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]