მსოფლიო

10 ადგილი, სადაც ამერიკელები დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გარბიან

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. მან საპრეზიდენტო ბრძოლაში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
ამ ფაქტით აშშ-ში მეტწილად ემიგრანტები და მუსლიმები არიან აღშფოთებულები, ვინაიდან ტრამპის რასისტული განცხადებები ყველასთვის ცნობილია. ტრამპის რადიკალური დამოკიდებულება არალეგალებთან მიმართებაშიც იგრძნობა. მისი თქმით, ქვეყნიდან ყველა არალეგალი უნდა წავიდეს.

ტრამპის გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ემიგრანტების, არალეგალების და ტრამპის მიმართ არაკეთილგანწყობილი ამერიკელების პოსტები ვრცელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ Google-ის საძიებო სისტემაში ძებნა სიტყვების კომბინაციაზე – Move To Canada (კანადაში გადასვლა) ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.

ამერიკელების ნაწილი ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ემიგრაციაზე სახალისო პოსტებსაც აქვეყნებდა.

ამ მიზეზების გამო, გამოცემა “ინდეფენდეთი” 10 საუკეთესო ადგილს აქვეყნებს, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლა შეუძლიათ.

1. ვენა, ავსტრია
2. ციურიხი, შვეიცარია
3. ოკლენდი, ახალი ზელანდია
4. მიუნხენი, გერმანია
5. ვანკუვერი, კანადა
6. დიუსელდორფი, გერმანია
7. ფრანკფურტი, გერმანია
8. ჟენევა, შვეიცარია
9. კოპენჰაგენი, დანია
10. სიდნეი, ავსტრალია

 

 

წყარო: 1tv.ge