02/05/2024
Latest:
საზოგადოება

ზვარეში ჩინელებსა და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკება დამთავრდა

“აუდიტორია 115”-ის წევრი ირაკლი კუპრაძე თავის ფეისბუქ გვერდზე ზვარეში ჩინელებსა და ადგილობრივ მუშებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა და ადგილობრივა მუშებმა პროფკავშირების დახმარებით ჩინეთის რკინიგზასთან შეათანხმებას მიაღწიეს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“ამასობაში, ზვარეში რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება დასრულდა. ადგილობრივმა მუშებმა პროფკავშირების დახმარებით ჩინეთის რკინიგზასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

# ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მენეჯმენტი, ვის მიმართაც პრეტენზიები არსებობდა, შეიცვლება.

# მუშებს აუნაზღაურდებათ გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეები.

# მენეჯმენტში მოადგილეებად დაინიშნებიან ადგილობრივი-ქართველი წარმომადგენლები, რათა კომუნიკაცია ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის არსებობდეს.

# მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რკინიგზის ობიექტზე რემონიტორინგისთვის დაშვებული იქნება შრომის ინსპექცია და პროფკავშირები.

ჩინური რკინიგზის წარმომადგენელმა მომხდარის ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა : ,,ჩინელებს ერთი გამოთქმა გვაქვს: ჩხუბის შემდეგ მეგობრობით დიდი ძმობა იწყება და იმედი გვაქვს ასეც იქნება-ო”. ორი დაზარალებული მუშა კი ისევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ძალადობაში 3 ბრალდებული კი ქვეყნიდან უკვე გავიდა, სანამ უუნარო სახელმწიფო რეაგირებას მოახდენდა. დასაქმებულების სიცოცხლის და კეთილდღეობის დასაცავად, ქმედით შრომის ინსპექციას ალტერნატივა არ გააჩნია!” – წერს კუპრაძე.