27/04/2024
Latest:
მსოფლიო

10 მილიარდი მუნდიალისთვის: ფიფა რუსებს ბილეთებს იაფად დაპირდა

რუსეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს.

ფიფამ კი რუსებს პირობა მისცა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბილეთებს შეღავათიან ფასებში მიყიდიან.

ამ 10 მილიარდში მარტო სტადიონები არ შედის, საუბარია საჰაერო ტერმინელებზეც. ფიფა ითხოვს ჩემპიონატამდე თითოეულ სტადიონზე სამი მატჩი მაინც ჩატარდეს სრული დატვირთვით. ყველაზე დიდ სამუშაოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ითხოვს.

რაც შეეხება სპორტულ ნაწილს, მასპინძელი მხარე ირწმუნება, რომ სამი სტადიონი ფაქტობრივად მზადაა, ორი ძირითადი 80-ათასიანები (სანკტ-პეტერბურგსა და ლუჟნიკები) შენდება, კიდევ შვიდი დეკემბერში იქნება მზად.

მუნდიალის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

წყარო