28/04/2024
Latest:
მსოფლიო

2015 წელს რუსეთში ნავთობის ექსპორტით მიღებული მოგება 41,7 პროცენტით შემცირდა

2015 წელს რუსეთში ნავთობის ექსპორტით მიღებული მოგება 41,7 პროცენტით შემცირდა და სულ რაღაც 89,57 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამას ამტკიცებს ფედერალური საბაჟო სამსახურის (FCS) მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაცია.

შარშან ნავთობის ექსპორტი 9,4 პროცენტით გაიზარდა და 244,49 მილიონ ტონას მიაღწია. 4 პროცენტით ნავთობპროდუქტების მიწოდებაც გაიზარდა – 171,53 მილიონ ტონამდე. მათი გაყიდვით ქვეყანამ 67,40 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო(მინუს 42 პროცენტი).

ამის გარად შარშან რუსეთმა 41,84 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის გაყიდვაც მოახრხა, 9,48 – ქვანახშირის და 119,3 – არყის.

საერთოდ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 33,2 პროცენტით ანუ 530,4 მილიარდ დოლარამდე დაეცა. სავაჭრო ბალანსის სალდოც დადებითი იყო 161,4 მილიარდი დოლარის ფარგლებში(2014 წელთან შედარებით 48,9 მილიარდით ნაკლები).  განვლილი წლის რუსეთის სავაჭრო პროდუქტების ექსპორტი 345,9 მილიარდს შეადგენდა, იმპორტი – 184,5.

(FCS)-ის  განცხადებით ქვეყნის უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორად მაინც ევროკავშირი რჩება, რომლის წილზე 2015 წელს ვაჭრობის 44,8 პროცენტი მოვიდა.

2016 წლის ფედერალური ბიუჯეტი Urals-ის მარკის ნავთობის ღირებულების(50 დოლარი ბარელზე) მიხედვით მიიღეს. სავარაუდიდ ხაზინის შემოსავლები 13,738 ტრილიონ რუბლს შეადგენს, დანახარჯები  კი 16,099.  მიღებული სხვაობა 2,361 ტრილიონი რუბლია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტია.