უკრაინაში რუსული რუბლი აიკრძალება
უკრაინაში რუსული რუბლის აკრძალვა იგეგმება, იტყობინება საინფორმაციო პორტალი „Обозреватель“.
ექსპერტის განცხადებით გრივნა რუსული რუბლის შასაბამისი ფასით იაფდება. მაშინაც კი როცა უკრაინას და რუსეთს სავაჭრო ურთიერთობები არ აქვთ.
„რუსეთის ბანკი მთელ ვალიუტას ყიდულობს, ისინი შოულობენ რუბლს და შემდეგ დოლარად დახურდავებულს ინახავენ. ისინი ჩვენ რუბლს გვიხდიან, რომელიც მუმივად უფასურდება, ჩვენი ქვეყნიდან კი ევროპული და ამერიკული ვალიუტა გააქვთ. მთავარი პრობლემა ის არის რომ რუბლი ჩვენთან ყველაზე ადვილად გადასახურდავებელი ვალუტაა. ამის გადასაწყვეტად კი სასწრაფოდ უნდა ავკრძალოთ უკრაინაში რუსული რუბლის გამოყენება, მოვიქცეთ ისე როგორც ბელორუსია მოექცა ჩვენ ვალუტას“ – განაცხადა ოლეგ სოსკინმა.
მან ასევე დაამატა რომ აუცილებელია ასევე უკრაინაში არსებული ყველა რუსული ბანკი დახურვა.