2020 წლისთვის საქართველოს 870 კილომეტრი სიგრძის ახალი ავტომაგისტრალების კასკადი ექნება
3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა გახდა ქვეყანაში ავტობანების მშენელობის საკითხი. დაანონსდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც რეალურად უნდა შეუწყოს ხელი ქვეყნის ყველა რეგიონის მჭიდრო კაშვირს ერთმანეთთან.
ფაქტია, რომ ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ საკმაოდ მოსაწესრიგებელია. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2006-2012 წლებში, ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ-მდე გზა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება” 2013-2015 წლებში გაკეთდა დაახლოებით 28 კილომეტრი ახალ გზა. თუმცა, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი ამ მიმართულებით. შესაბამისად, საინტერესოა თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ამ მიმართულებით, უფრო კონკრეტულა კი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამეტს. როგორც ამჟამად არსებული ინფორმაციიდან ჩანს, მათი მიზანია მომდევნო წლებში საავტომობილო გზებისა თუ ავტობანების აქტიური მშენებლობა და რეაბილიტაცია.
როგორც არსებული ინფორმაციიდან ჩანს, განსაზღვრული რესურსების მოძიების შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებდნენ, ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. ამ მიმართულებით იგეგმება შემდეგი ძირითაი საგზაო არტერიების მშენებლობა.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტების, მათი განხორციელების პერიოდებს, და ფინანსურ რესურსებს, დეტალურად ჩაშლილი შემდეგნაირად გამოიყურება.
– აგარა – ზემო ოსიაური (12 კმ) 4-ზოლი: მშენებლობის დასრულება – 2016/V. მათ შორის 7 კმ – 2016/VI, პროექტის ღირებულება – 105 მლნ ლარი. დაფინანსება: WB. სტატუსი: მიმდინარე მშენებლობა.
– ზემო ოსიაური – ჩუმათელეთი (14 კმ) 4 ზოლი: ტენდერი გამოცხადებულია. მშენებლობის დასრულება – 2019/IV, სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარი. დაფინანსება: WB, ELB სტატუსი: მიმდინარეობს მშენებლობის ტენდერი.
– ჩუმათელეთი არგვეთა (53 კმ) 4 ზოლი: მშენებლობის დასრულება – 2020 წელი.
სექცია I – ჩუმათელეთი-ხევი (11,2 კმ) სავარაუდო ღირებულება 120 მლნ. აშშ დოლარი. მშენებლობის დაფინანსება: ჭB. პროექტების ვადები 2016/III _ 2017/VI, მშენებლობის ვადები 2017/IV-2019/IV. სტატუსი: მიმდინარეობს დეტალური პროექტირების ტენდერი.
სექცია II – ხევი – არგვეთა (42 კმ) სავარაუდო ღირებულება 700 მლნ. აშშ დოლარი, პროექტირების ტენდერი მიმდინარეობს, 15 ივნისს იხსნება ინტერესთა გამოხატვა. პროექტირების დაფინანსება ADB, პროექტირების ვადები 2016/IV-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/I-2020/IV. სტატუსი: მიმდინარეობს დეტალური პროექტების ტენდერი.
– ზესტაფონი – ქუთაისი (15 კმ) 4 ზოლი: დაფინანსება, JIC. პროექტის ღირებულება 71 მლნ ლარი +22 მლნ ევრო, მშენებლობის დასრულება 2016/IV. სტატუსი: მიმდინარე მშენებლობა.
– სამტრედია გრიგოლეთი (51 კმ), 4 ზოლი, 4 ლოტი: დაფინანსება: FIB.
ლოტი I – 11,5 კმ, ღირებულება 153,5 მლნ ლარი, დასრულება – 2017/IV
ლოტი II – 18,5 კმ, ღირებულება 254 მლნ.. ლარი, დასრულება – 2018/III
ლოტი IV – 9,6 კმ, ღირებულება 113,2 მლნ. ლარი, დასრულება – 2017/IV სტატუსი: მიმდინარე მშენებლობა.
ლოტი III – 12 კმ, ღირებულება 190 მლნ. ლარი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, მშენებლობის დასრულება – 2019/I
სტატუსი: მიმდინარეობს ტენდერი მშენებლობაზე.
– სექცია 1 – გრიგოლეთი – ჩოლოქი (14 კმ) სავარაუდო ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარი
– სექცია 2 – გრიგოლეთი – ფოთი (24 კმ) სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარი.
მიდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირება.
პროექტირების ვადები 2016/II-2017/III, მშენებლობის ვადები – სექცია 1-2017/IV-2019/IV. სექცია 2: 2018/9 – 2020/999. მშენებლობის დაფინანსება: EIB სტატუსი: მიმდინარეობს FS და DD მომზადება.
– ჩოლოქი – ქობულეთის შემოვლითი. დაფინანსება: A სექცია 2 (18,0 კმ) – ღირებულება 209 მლნ ლარი. მშენებლობის დასრულება – 2017/III. სტატუსი: მიმდინარე მშენებლობა.
– ბათუმის შემოვლითი გზა (16 კმ)9 2 ზოლი: მიმდინარეობს განსახლების გეგმის განახლება. ADB-ს მისიასთან მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების დაწყების შეთანხმება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა: 200 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის ვადები 2017/II-2020/Iშ მშენებლობის დაფინანსება: ADB. სტატუსი: მიმდინარეობს განსახლების გეგმის განახლება.
– ბაუთმი (ჭოროხი) – სარფი (11 კმ), 4 ზოლი: ტექნეიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების (ADB) ტენდერი დაიწყება 2016 წლის ივნისში. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება: 100 მლნ აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2017/II-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/III-2020/IV. სტატუსი: ADB-თან მიმდინარეობს FS-ს და DD-ის ტექ. დავალების შეთანხმება.
– თბილისის შემოვლითი გზა (55 კმ): ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების (ADB) ტენდერი დაიწყება 2016 წლის ივნისის თვეში. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 350 მლნ. აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2017/I-2018/I, მშენებლობის ვადები 2018/III-2020/IV. სტატუსი: ADB-თან მიმდინარეობს FS-ს და DD-ის ტექ. დავალების შეთანხმება.
– რუსთავი – წითელი ხიდი 35 კმ: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების ტენდერი გამოცხადდება 2016 წლის ივნისში (WB). სავარაუდო ღირებულება 110 მლნ აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2017/I-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/II-2020/II. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და ამჟამად ჭB-თან მიმდინარეობს Fშ-ს და DD-ის ტექ. დავალების შეთანხმება.
– რუსთავი – სადახლო. 40 კმ: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირების ტენდერი გამოცხადდება 2016 წლის ივნისში. (ჭB) სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2017/I-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/II-2020/II. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარგულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და ამჟამად ჭB-თან მიმდინარეობს Fშ-ს და DD-ის ტექ. დავალების შეთანხმება.
– თბილისი – ბაკურციხე (80 კმ): სავარაუდო ღირებულება 280 მლნ აშშ დოლარი. ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირების ტენდერი გამოცხადდება 2016 წლის ივნისში. პროექტირების ვადები 2017/I-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/II-2020/II. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარგულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და ამჟამად WB-თან მიმდინარეობს FS-ს და DD-ის ტექ. დავალების შეთანხმება”.
წნორი-ლაგოდეხი (40 კმ). სავარაუდო ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარი , ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გამოცხადდება 2016 წლის ივნისში. პროექტირების ვადები 2017/I-2017/IV, მშენებლობის ვადები 2018/IV-2020/IV. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარგულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და ამჟამად WB-თან მიმდინარეობს FS-ს ტექ. დავალების შეთანხმება.
– ბაკურციხე-წნორი (16 კმ): მშენებლობის დაფინანსება: WB. სავარაუდო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2016/III-2017/III, მშენებლობის ვადები 2018/I-2019/III. სტატუსი: მიმდინარეობს ტენდერი FS-ს და კონცეპტუალური პროექტის მომზადებისათვის.
– გურჯაანის შემოვლითი – თელავი (30 კმ): სავარაუდო ღირებულება: 40 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის დაფინანსება: WB. მიმდინარეობს ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. პროექტირების ვადები 2016/III-2017/III, მშენებლობის ვადები 2018/III-2020/II. სტატუსი: მიმდინარეობს ტენდერი FS-ს და კონცეპტუალური პროექტის მომზადებისათვის.
მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსი (20 კმ): წინასწარი ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები დაიწყება 2016 წლის ივნისში (WB) გვირაბის სიგრძე (4-6 კმ), სრული გზის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარი. პროექტირების ვადები 2017/I-2018/I, მშენებლობის ვადები 2018/III-2020/III. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარგულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და მიმდინარე კვირაში WB-ში გაიგზავნება PFS, FS-ს და DD-სტექ. დავალება შესათანახმებლად.
– ხულო – ზარზმა (47 კმ), 2 ზოლი: დეტალური პროექტის და განსახლების გეგმის განახლების სატენდერო პროცედურები დაიწყება 2016 წლის ივნისის თვეში. სავარაუდო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის ვადები 2017/II-2018/IV. მშენებლობის დაფინანსება: ლოტი – kuwait fund. სტატუსი: კუვეიტის ფონდთან გაგზავნილია ტექნიკური დავალებები პროექტის განახლებისა და საზედამხედვლეო სამუშაოების განხორციელებისათვის.
– საირმე – აბასთუმანი ( 40 კმ) 2 ზოლი: 2016 წლის ივნისში FIB-თან დაიწყება მონაკვეთის იდენტიფიცირება, რომლის შემდგომ დაიგეგმება სამოქმედო გეგმის ვადები, სავარაუდო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის დასრულება – 2020 წელი. სტატუსი: 27 მაისს გამოვიდა მთავრობის განკარგულება FIB-თან მოლაპარაკებების დაწყებაზე.
– საჩხერე – რაჭა (45 კმ) , 2 ზოლი, გვირაბის გარეშე: 2016 წლის ივნისში FIB-თან დაიწყება მონაკვეთის იდენტიფიცირება, რომლის შემდგომ დაიგეგმება სამოქმედო გეგმის ვადები. სავარაუდო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის დასრულება – 2020 წელი. სტატუსი: 27 მაისს გამოვიდა მთავრობის განკარგულება EIB-თან მოლაპარაკების დაწყებაზე. 15-18 ივნისს ჩამოდის EEIB-ის მისია
– სამტრედია – ზუგდიდი შემოვლითი გზა (ანაკლიის პორტის გათვალისწინებით (90 კმ: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (WB) სატენდერო პროცედურები დაიწყება 2016 წლის ივნისის თვეში. სავარაუდო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობის დასრულება – 2020 წელი. სტატუსი: 27 მაისს მთავრობის განკარგულებით მოხდა შესაბამისი ნებართვის მიღება და ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დავალების მომზადება, ივნისში WB-ში გაიგზავნება ტექ. დავალება.
– ლენტეხი მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და გვირაბი ( 38 კმ), 2-lane: გვირაბის სავარაუდო სიგრძე – 6 კმ. 2016 წლის ივნისში EIB-თან დაიწყება მონაკვეთის იდენტიფიცირება, რომლის შემდგომ დაიგეგმება სამოქმედო გეგმის ვადები. სავარაუდო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარი. სტატუსი: 27 მაისს გამოვიდა მთავრობის განკარგულება EIB-თან მოლაპარაკებების დაწყებაზე. 15-18 ივნისს ჩამოდის EIB-ის მისია.
ანუ, როგორც ვხედავთ, დაგეგმილია, რომ 2020 წლამდე ჯამში გაკეთდეს 870 კილომეტრი სიგრძის, დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტების სრულად განხორციელება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, სატრანსპორტო ხარჯების და გადაადგილების დროის შემცირების თვალსაზრისით, რომ უმნიშვნელოვანესია, ამას საუბარიც არ სჭირდება. ამავდროულად პროექტების განხორციელების შემთხვევაში ფაქტია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება: მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვ ის, ხელშემწყობი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის, ხელშემწყობი განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და რეგიონების დაკავშირებისათვის.
ეს არის ის პროექტები რომლის განხორციელებაც იგეგმება 2020 წლამდე, თუმცა აქედან რამდენიმეს დაწყების შესახებ უკვე დაანონსდა პრემიერ-მინისტრისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ. შესაბამისად, გთავზაობთ ინფორმაციებს ამ პროექტებთან დაკავშირებით.
50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი, როგორი იქნება რიკოთის ავტობანი
უმნიშვნელოვანესი პროექტია რიკოთის ავტობანი, რომელიც გზას მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება მისი განხორციელება. სექტემბრი დან მოხდება რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით, მსგავსი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად არ მიმდინარეობს. 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ხოლო ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.
დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.
ჩუმათელეთი – არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენება იქნება საჭირო.
ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის ახალი გზა – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესქტრემალური მარშრუტი
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება ჩაზბეგი-ხევსურეთ-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რომლეიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ექსტრემალური მარშრუტი იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტი, რომნლიც დააკავშირებს ყაზბეგის რაიონს, ხევსურეთს და თუშეთს. მარშუტის ფარგლებში რამდენიმე უღელტეხილი იქნება, რომელიც 3 000 მეტრზე გადის.
“ერთ-ერთ საინტერესო მარშრუტზე, რომელიც დააკავშირებს ყაზბეგის რაიონს, ხევსურეთს და თუშეთს, შედგენილია ტექნიკური დავალება და ტენდერი დღე-დღეზე გამოცხადდება. ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ექსტრემალური მარშრუტი, რამდენიმე უღელტეხილი იქნება, რომელიც 3 000 მეტრზე გადის. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი იქნება და ეს ტურიზმსა და ეკონომიკას ძალიან წაადგება”, – აცხადებს გიორგი სეთურიძე.
ანაკლიის პორტამდე მიმავალი ავტობანი
საკმაოდ აქტიურად განიხილება სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი – ანაკლიის პორტამდე გზის ჩათვლით, მაგისტრალის მშენებლობა, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
ახალი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისთვის ინტერესთან გამოხატვა უკვე გამოცხადებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დავალება შედგება ორი თანმიმდევრული, თუმცა დამუოკიდებელი ეტაპებისგან. გადაწყვეტილება მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ იქნება მიღებული პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად.
ავტობანების მშენებლობა კახეთის მიმართულებითაც იგეგმება
გარდა დასავლეთისა, ავტობანის მშენებლობა იგეგმება კახეთის მიმართულებითაც. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა გაკეთდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საგარეჯომდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, შიდა სოფლებზე და მეორეს მხრივ სრულიად ახალი მაგისტრალი გაკეთდება.
“გაკეთდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საგარეჯომდე, დაახლოებით სართიჭალამდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, შიდა სოფლებზე და სრულიად ახალი მაგისტრალი წავა. ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალი სამხრეთით გაივლის და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ წავა”, – აცხადებს სეთურიძე.
პრემიერი მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას და უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით აუცილებლად უნდა მოხდეს მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის ახალი პროექტის შემუშავება და შემდეგ მისი განხორციელება.
“2020 წლის განმავლობაში უნდა დასურლდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის ახალი პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს. გაკეთდება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანია რომ გაფართვოდეს ა ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს, რა თქმა უნდა, სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც, რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის, რომ სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს და ამავდროულად გაიზარდოს ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოლფიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კაპანაძე