მსოფლიო

ივლისში ამერიკამ 255 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივლისში 255,000 სამუშაო ადგილი შექმნა. ეს მონაცემები  აჩვენებს, რომ ეკონომიკა ნელი ზრდის მიუხედავად ჯერ კიდევ საკმაოდ ჯანმრთელია.

“MarketWatch”- ის მიერ არჩეულმა ეკონომისტებმა დაასახელეს მოსალოდნელი 185,000 ახალი არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილი. უმუშევრობის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა 4,9%. აქტიური სამუშაო ძალის წილი საერთო რაოდენობაში 62,8%-მდე მას შემდეგ გაიზარდა რაც, 400,000 ადამიანი შეუერთდა სამუშაო ძალას, განაცხადა სახელმწიფომ პარასკევს. საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0,3%-ით გაიზარდა და 25.69 $ შეადგინა. 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივლისამდე საათობრივი ანაზღაურება 2,6%-ით გაიზარდა. დასაქმების მატება ივნისისთვის და მაისისთვის, ამასობაში საერთო ჯამში გაიზარდა 18,000-მდე.

სახელმწიფომ ივნისის თვეში  მოსალოდნელი 287,000-ი სამუშაო ადგილის  ნაცვლად 292,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ განაცხადა . მაისის ნამატი გაზრდილი იყო 11,000-დან 24,00-მდე.

წყარო: commersant.ge