10/05/2024
Latest:
მსოფლიო

600 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 243 220 (+600) ჯარისკაცი დაკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.07.2023-მდე ასეთია: ტანკები – 4174 (+12), ჯავშანტექნიკა – 8131 (+13), საარტილერიო სისტემები – 4705 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 698 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 454 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3977 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 1307 (+9). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 7194 (+12), სპეციალური ტექნიკა – 703 (+5).

გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.

კომენტარის დატოვება