22/05/2024
Latest:
სხვა

“ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება ” – მამუკა მდინარაძე

ადრე ციმბირში გადასახლება იყო, ხაზარაძემ პირობები გააუმჯობესა და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელო” ცდილობს ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ბარიერს გადალახავს.

„რამდენიმე დღეა ლაპარაკობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მოსვლაზე. ცდილობენ საზოგადოებას განცდა გაუჩინონ, რომ 6 პროცენტი აქვთ. ამით ისინი თავის თავს ყიდიან, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას ან მოსვლას ცდილობენ “ნაცმოძრაობასთან” ერთად. ისინი ნაცმოძრაობის სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან, ქვეცნობიერიდან გამომდინარე ყიდიან თავის თავს, როცა რეპრესიებს აანონსებენ. “ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვში, ესენი ყველა მოსკოვში წავლენ”- ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ, წამოცდენები აქვს მათ ლიდერ ხაზარაძეს, რომ არ არის პროკურორი. პროკურორი რა შუაშია?! ვინმემ ეს გაიგეთ? ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, რა შუაშია მის გამოგონილ მესიჯბოქსში პროკურორის როლი,“ – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება