ბოლო სიახლეები

მთავარი

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მისამართით იერიშს განაგრძობდნენ. სომხური მედიის ცნობით, საარტილერიო ცეცხლი გახსნეს მარტუნისა და ასკერანის რაიონების სოფლების მიმართულებით. სომხური მხარის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა დასახლებულ პუქნტებზე, ასევე ახლომდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარედ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე საბრძოლო ...

Read More »

ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. ულტიმატუმის პირობები დაახლოებთ ორი კვირის წინ ლიეტუვაში მყოფმა ოპოზიციის ლიდირმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ გამოაცხადა. ოპოზიცია ლუკაშენკოს 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებისკენ, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლების დაწყებას, მასობრივ გაფიცვასა და გზების ბლოკირებას აანონსებს. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ...

Read More »

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. „პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობშემცველი წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 582 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს. ფოთის საქალაქო ...

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 034 თბილისში, 320 აჭარაში, 258 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, ...

Read More »

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ...

Read More »

ბესო ზოიძე რუსეთ-საქართველოს თამაშზე – ბოლო წუთამდე დაძაბული მატჩი გველის

ფუტსალში რუსეთის სუპერლიგის ჩემპიონის, CPRF-ის მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ზოიძემ ევრო 2022-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს და რუსეთის მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოსთან რთულ მატჩს ელიან. ბესო ზოიძემ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, რომლის შემდეგაც სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მწვრთნელია. 2019/2020 წლების სეზონში მისი გუნდი ისტორიაში პირველად რუსეთის ჩემპიონი გახდა. CPRF-მ ფინალურ სერიაში საქართველოს ნაკრების მეკარის, ზვიად კუპატაძის გუნდი, „გაზპრომ-იუგრა“ ფინალურ სერიაში დაამარცხა (4:2, ...

Read More »

პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. „დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ...

Read More »