რუსთავოილი ბიტუმის წარმოებას გეგმავს
კომპანია “რუსთავოილი” ბიტუმის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს.
კომპანიას ქალაქ რუსთავში მდებარე 97 621 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა.
სანაცვლოდ კომპანია 2 342 904 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და წელიწადში არანაკლებ 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას უზრუნველყოფს.
საწარმოში 40 ადამიანი დასაქმდება.
წყარო: GBC