სხვა

სამოქალაქო განათლებისა და კონსტიტუციური ცოდნის ტური საქართველოს რეგიონებში

მაისი ნიუსი იწყებს სამოქალაქო განათლებისა და კონსტიტუციური ცოდნის ტურს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია:
• როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ მაისი ნიუსის სამოქალაქო ჟურნალისტად და მონაწილეობა მიიღოთ ინფლუენსერების სკოლაში?
• სად და როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ უფასო ონლაინ აკადემიაში და მიიღოთ სერტიფიკატი სწავლის დასასრულს?
• სად და როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს? როგორია დამკვირვებლის როლი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით?
• რას გულისხმობს საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით?
• რას მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი?
• რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მისი წევრობა?
მონაწილეები ასევე მიიღებენ სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
პროგრამის ფარგლებში დაგხვდებათ სხვადასხვა ანალიტიკური თამაშები, სამართლებრივი კონსულტაციის შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და სხვა.

მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UUm5YcMRUBEGJsLUA

კომენტარის დატოვება