21/05/2024
Latest:
ეკონომიკა

აფბა საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აფასებს

22 თებერვალს „პირველი“-ის პრეს-კლუბში, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, საქართველოს საგერეო ვაჭრობის მონაცემები შეაფასა.

 „აფბა“ აფასებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2016 წლის იანვარში, ექსპორტი 22%–ით, ხოლო იმპორტი 25%–ით არის შემცირებული.

ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ იმპორტ-ექსპორტის შემირების რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი არსებობს.

2016 წლისთვის საქართველოს მთავარ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად გასათვალისწინებელია, ის შოკები რაც მთელმა რეგიონმა და ჩვენმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიარეს. რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ექსპორტის მოცულობაზე.“ ანალიტოკოსმა ასევე ევროკავშირთან ვაჭრობის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია.

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლებადი ტენდენციის მიუხედავად, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ევროკავშირის ქვეყნებთან  ექსპორტი 2015 წელს 3,45%–ით (22,341მლნ) არის გაზრდილი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც მეტწილად დაკავშირებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებასთან. ამ მიმართულებით შეინიშნება ქართველი მეწარმეების გააქტიურება, გაიტანონ ქართული პოდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე, რაც ექსპორტის საბოლოო მაჩვენებელზე დადებითად აისახება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მთლიან ჭრილში, უდიდესი ხვედრითი წილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ე.წ. ევრო 4–ის სტანდარტის მიღებამ, პრაქტიკულად ამ ბაზრების ჩაკეტვა გამოიწვია. ექსპორტის მაჩვენებლებში ზრდა ფიქსირდება იმ დარგებში, რასაც ქვეყანა თავად აწარმოებს, ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ის რითაც ეკონომიკა ძლიერდება, იზრდება.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონში არსებული ქვეყნების ეროვნული ვალუტები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, მაგალითად, 50%-ით გაუფასურდა აზერბაეჯნაული მანათი, თითქმის 66%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი და 20%-ზე მეტით თურქული ლირა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ამან უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოდან ექსპორტის მოცულობაზე.

რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იმპორტის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს როგორც ექსპორტის ზრდის ხარჯზე, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებით. ხოლო იმისათვის, რომ იმპორტირებული სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იყოს, უნდა მოხდეს ადგილობრივი საწარმოო პოტენციალის გაძლიერება და მეტი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

რაც შეეხება საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, ის 2016 წლის იანვრის თვეში 283 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99,2 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული, რაც უმნიშვნელო, თუმცა დადებითი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სტაბილურობის კუთხით. „