03/05/2024
Latest:
მსოფლიო

Alibaba-ს ხელოვნურმა ინტელექტმა შოუს გამარჯვებული გამოიცნო

ჩინური Alibaba-ს მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა, პოპულარული ჩინური მუსიკალური შოუს, „მე მომღერალი ვარ“, ფინალისტის გამოცნობა შეძლო.

ხელოვნურმა ინტელექტმა, რომლის სახელწოდებაა Aliyun-ი, 500 ადამიანისგან შემდგარი ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცნობა შეძლო. ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ერთმანეთთან კონსულტაციების გარეშე იღებდნენ.

შოუს წინა ეტაპზე, Aliyun-მა რამდენიმე ფინალისტის გამოცნობა შეძლო, რის შემდეგაც ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მექანიზმის დახვეწა მოხდა.

პროგრამამ გამოიყენა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სიმღერის პოპულარობა, მომღერლის დინამიკა და ენერგიულობა, ტექსტების შინაარსი და უკუკავშირი აუდიტორიასთან.

წყარო: agora.ge