Apple ბაზარზე dual SIM-იან iPhone 8-ს გამოიტანს
Weibo-ს ინფორმაციით, რომელიც Twitter-ის ჩინური ანალოგია, Apple-ს მომავალი თაობის სმარტფონზე ახალი დეტალები გაჟღერდა.
წყაროს ცნობით, iPhone 8-სა დ iPhone 8 Plus-ს 2 SIM-ბარათი ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ dual SIM-ი უკვე დააპატენტა კიდეც. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანია Apple iPhone-ს გამოსვლიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ცხადია მომხმარებელიც სასიამოვნო სიახლეების მოლოდინშია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განვითარებად ბაზრებზე და ჩინეთში dual SIM-იანი სმარტფონები ძალიან პოპულარულია.