ევროპის 10 ყველაზე სწრაფად ზრდადი ეკონომიკა
ევროპის ფინანსური კრიზისი ჯერ კიდევ აქტუალურია, ეკონომიკური ზრდა და კონკურენტუნარიანობა ისევ ფუნდამენტურ ადგილს იკავებს მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ ევროკომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდისთვის მომავალი წელი პოზიტიურადაც შეიძლება განვითარდეს.
ევროპული ქვეყნების ყველაზე სწრაფად ზრდადი ეკონომიკების რეიტინგში ირლანდიას გასული წლის რეკორდული 6,9 პროცენტიანი ზრდა უმაგრებს ზურგს. კომისიის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, 2016 წელს მშპ 4,5 პროცენტით გაიზრდება.
ეკონომისტები ზრდას ვარაუდობენ რუმინეთშიც, 3,6%-დან 4,2%-მდე.
3-4 პროცენტამდე ზრდას პროგნოზირებენ მალტაში, ლუქსემბურგსა და ჰოლანდიაში.
მთლიანი კონტინენტის რუკა კი ასე გამოიყურება:
ეკონომიკური ზრდის შემცირება მხოლოდ საბერძნეთში შეინიშნება, მაგრამ ფინეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც არაა სახარბიელო, რომელიც მხოლოდ ნახევარ პროცენტს შეადგენს.
ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:
- ირლანდია 4,5%
- რუმინეთი 4,2%
- მალტა 3,9%
- ლუქსემბურგი 3,8%
- პოლონეთი 3,5%
- შვედეთი 3,2%
- სლოვაკეთი 3,2%
- ლატვია 3,1%
- ლიტვა 2,9%
- ესპანეთი 2,8%
მოლაპარაკებების წინ, დევიდ კამერონმა 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაზე განაცხადა“ „ყველაზე დიდი მნიშვნელობა კონკურენტუნარიანობას აქვს“. მან განმარტა რომ გაზრდილი კონკურენტობა სარგებელს მოუტანს, არა მარტო, დიდ ბრიტანეთს, არამედ მთელ ევროპას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტობის 2015-2016 წლის ანგარიშის მიხედვით შვეიცარიას, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა გააჩნია. შვეიცარია ლიდერობას, უკვე, ზედიზედ შვიდი წელია არ თმობს. ევროპული ეკონომიკის პირველი სამეული კი გერმანიამ და ნიდერლანდებმა დააასრულეს.
BFM