მსოფლიო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ჭარბი მოპოვების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი დაეცა.
დღევანდელი დღის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 48 ცენტით შემცირდა და ბარელზე 48,44 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი 64 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 46.04 დოლარი შეადგინა.
ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. ზოგიერთი ბანკი კი, მათ შორის Goldman Sachs და ANZ ნავთობის ფასებთან დაკავშირებული პროგნოზის გადახედვას გეგმავს. მათი თქმით, ნავთობზე ფასები 2016-2017 წლებში დაბალი იქნება.