ეკონომიკა

ბაკურიანისა და მიტარბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 118 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბაკურიანისა და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის 118 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ბაკურიანში დაგეგმილი ინფრასტურტურული პროექტების განხორციელებას შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და GRDC ჯგუფის მართვაში არსებული კომპანია შპს „ახალი მიტარბი“ უზრუნველყოფს.

საბაგირო გზების მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარი გამოიყოფა, 70 მილიონ ლარს კი კერძო ინვოსტორი (შპს „ახალი მიტარბი“) ჩადებს. 2016 წლის ბოლომდე მიტარბში ორი საბაგირო გზა აშენდება და მოეწყობა სხვა ინფრასტრუქტურა. ბაკურიანში კი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, აპარტამენტები, კოტეჯები, კვებისა და გართობის ობიექტები.