27/04/2024
Latest:
მსოფლიო

Apple სმარტფონით ფულის გადარიცხვის სისტემის შექმნაზე მუშაობს

ამერიკული კორპორაცია Apple ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი საგადასახადო სისტემის აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ფული პირდაპირ სმარტფონიდან გადარიცხოს.

ექსპერტთა განცხადებით, Apple-ის ახალი სისტემა კონკურენციას გაუწევს „ფეიფალს“. „ბიბისის“ ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ფეიფალის აქციები 2%-ით დაეცა.
ახალ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ამერიკული კორპორაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ბანკებთან, როგორიცაა J.P. Morgan Chase, Wells Fargo და U.S. Bancorp.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამერიკული კორპორაციის ახალი სერვისი დაკავშირებული იქნება Apple Pay-სთან – მობილური გადახდების სისტემასთან, რომელიც კომპანიამ 2014 წელს მაღაზიებსა და ონლაინ შეძენების დროს უკონტაქტო გადახდებისთვის ჩაუშვა.

„ბიბისის“ ცნობით, Apple-ის ახალი სერვისი შესაძლოა 2016 წელს გამოჩნდეს.