24/02/2024
Latest:
საზოგადოება

აუცილებელი რეგულაციები, რომლებიც ტაქსებმა მომავალი წლიდან უნდა დააკმაყოფილონ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, ქალაქის სატრანსპორტო სამსახური ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, თუმცა სამუშაო ჯგუფს ჯერ კონკრეტული მონახაზიც კი არ აქვს და ისიც უცნობია, როდის დასრულდება ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია

 ოთხ ძირითად და სავალდებულო პუნქტს მოიცავს – ავტომობილების ტექნიკური გამართულობა, დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცნობა-გადამოწმება და ლიცენზიის მოსაკრებელი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პალიტრანიუსთან საუბრისას განმარტავს, რომ რეგულაციების შემოღება ეტაპობრივად მოხდება. პროცესი კი 2017 წლიდან დაიწყება.
გამოკითხული ტაქსის მძღოლების უმეტესობა რეგულაციებისა და ლიცენზირების შემოღებას უარყოფითად აფასებს და ყურადღებას სოციალურ ასპექტებზე ამახვილებენ. ტაქსებისთვის ლიცენზიების დაწესებასა და ამ სფეროს დარეგულიერების საკითხთან დაკავშირებით, რიგითი მოქალაქეების აზრი არაერთგვაროვანია.
არსებული ინფორმაციით თბილისში ტაქსის რაოდენობა 40 000 ერთეულს აჭარბებს. მათი უმეტესობისთვის კი ეს საქმიანობა შემოსავლის მთავარი წყაროა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერია, ეს რეგულაციების პირველი ეტაპის დაწყებისას გახდება ცნობილი.
Bpn.ge