02/05/2024
Latest:
საზოგადოება

კომპანია არქი ჯგუფის საგანგებო განცხადება

 

დღეს, 23 აპრილს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსში „არქი თაუერი“ საწყობში ხანძარი დაფიქსირდა.

ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი და არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შედეგად, ხანძარი დროზე იქნა ლოკალიზებული.

იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ კომპანია არქი ჯგუფის ყველა სახლი აშენებულია ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე  სამშენებლო ბლოკით – YTONG, ხანძარი არ გავრცელდა საწყობის გარდა სხვა პერიმეტრზე. თუმცა, კვამლიდან გამომდინარე, დაზიანდა გარე ფასადის გარკვეული ნაწილი, რომლის აღდგენასაც კომპანია უახლოეს დღეებში შეძლებს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლები და კრიმინალისტები იკვლევენ. დამწვარია მხოლოდ საწყობში მდებარე სამშენებლო მასალა.

არ დაზიანებულა არც ერთი მაცხოვრებლის ფართი.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ არქი ჯგუფის სამშენებლო პროცესი ყველა საერთაშორისო რეკომენდირებული ნორმის დაცვით მიმდინარეობს, ენერგოეფექტიური და ცეცხლამძლე მასალებით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის მასიური გავრცელების რისკი , როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის პერიოდში.

logo damtkicebuli23.5qar