მსოფლიო

აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

SOCAR –მა რუსეთიდან შესასყიდი გაზის მოცულობა შეათანხმა.

სააგენტო Trend-ის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი  ყოველწლიურად, რუსული „გაზპრომისგან“ 3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის შესყიდვას გეგმავს.

ინფორმაცია ჟურნალისტებს კომპანიის პრეზიდნეტმა როვნაგ აბდულაევმა მიაწოდა და რუსული გაზის საჭიროება განმარტა.

“ჩვენ წარვადგინეთ უკვე წინადადება. ჩვენ გვჭირდება გაზის ინექცია “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოდან ნავთობის სტაბილური მოპოვებისთვის და ასევე ვგეგმავთ ჩვენს გაზსაცავში დამატებითი მოცულობის შენახვას, რათა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის”, – განაცხადა აბდულაევმა და აღნიშნა, რომ ირანთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება სეზონურ მოწოდებაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან აზერბაიჯანის მიერ შესასყიდი გაზის მოცულობა საქართველოს წლიურ მოხმარებას აღემატება. ამჟამად, საქართველო წელიწადში 2,4 მლრდ კუბ. მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 90% აზერბაიჯანული გაზია.

შეგახსენებთ, 2 კვირის წინ საქართველომ SOCAR –სა და “შაჰ-დენიზის კონსორციუმთან” ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც გაზის მოწოდება საქართველოს 500 მლნ კუბ. მეტრით გაეზრდება.

წყარო: Gbc.ge