აზერბაიჯანში დოლარში კრედიტების გაცემა შეჩერდა
დღეიდან, აზერბაიჯანის ბანკებმა უცხოურ ვალუტაში სამომხმარებლო კრედიტების გაცემა შეაჩერეს.
სააგენტო Trend.az-ის ცნობით, გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
შეზღუდვა 1 თვით არის დაწესებული, თუმცა, პალატა უფლებას იტოვებს ვადის გაგრძელებაზე.
შეზღუდვის მიზეზად ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა უზრუნველყოფა და მომხმარებელთა დაცვა დასახელდა.
წყარო: gbc.ge