მსოფლიო

აზიის განვითარების ბანკი პროექტის “ჩრდილოეთ-სამხრეთი” $200 მილიონით დაფინანსებას განიხილავს

აზიის განვითარების ბანკმა “ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტისთვის შესაძლოა $200 მილიონი გამოყოს. ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თანხა მოხმარდება აზერბაიჯანის სარკინიგზო სექტორის განვითარებას.

საკითხს ბანკი დეკემბერში განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება დაამტკიცებს თუ არა 200 მილიონი დოლარის მოცულობის სესხს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თანხა უმეტესად მიმართული იქნება ბაქო-იალამას მონაკვეთის განვითარებისკენ.

პროექტით 441 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

დერეფანი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის რკინიგზას ერთმანეთთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით, ყოველწლიურად, ხუთი მილიონი ტონა ტვირთის გადატანა იგეგმება.

წყარო: businesscontact