Bloomberg: საქართველო ყველაზე ცუდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის 59–ე ადგილზეა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ეკონომიკის მქონე 93 ქვეყანას შორის საქართველო ბოლოდან (ანუ თუ ათვლას დავიწყებთ ყველაზე უარესი შედეგების მქონე ქვეყნებიდან) 59–ე ადგილზე მოხვდა 2016 წელს მშპ–ს 3%–იანი ზრდის პროგნოზით.
შედარებისთვის: რუსეთი ყველაზე ცუდი ეკონომიკების ხუთეულშია, უკრაინა მეცამეტეა, ყაზახეთი 30–ე,აზერბაიჯანი 40–ე, სომხეთი კი 43–ე.
ასეთ შედეგებამდე მივიდა Bloomberg–ი მსოფლიოს 93 ეკონომიკის ეფექტურობის პოტენციალის ანალიზის საფუძველზე, რომელიც ექსპერტების გამოკითხვას ეფუძნება.
სიის ბოლო ადგილზეა, ანუ ყველაზე მძიმე შეფასება გააჩნია ვენესუელას, მას მოსდევს ბრაზილია, საბერძნეთი, ეკვადორი და რუსეთი. „უარესებს შორის საუკეთესო“ კი არის ინდოეთი, სადაც წელს ეკონომიკის 7,4%–იანი ზრდაა დაგეგმილი.
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ეკონომიკებისთვის ახალ 2016 წელს დადებითი ძვრები არ იქნება მიუხედავად მათ მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებებისა. ბევრისთვის 2016 მხოლოდ იმედგაცრუებას მოიტანს – ამბობს ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ეკონომისტი.