02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ჩინეთი და აშშ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესდნენ

ჩინეთი და აშშ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით არიან დაინტერესებულები, – აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს.

თურქეთი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკულ კომპანია Westinghouse Electric Company-თან და ჩინურ State Nuclear Technology Corporation (SNPTC)-თან.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურები აშენდება.

მეორე ატომური ელექტროსადგური თურქეთში, სინოპის პროვინციაში, შავი ზღვის სანაპიროსთან აშენდება. 2015 წლის აპრილში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და იაპონიას შორის ატომურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

იაპონიასა და თურქეთს შორის მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შეთანხმებას ხელი კი 2013 წელს მოეწერა. პროექტის რეალიზაციის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

წყარო: ibusiness.ge