Volkswagen-ის მორიგი პრობლემა და 800,000-ზე მეტი გაწვეული ავტომობილი
Volkswagen-ი და Porsche 800,000-ზე მეტ Volkswagen Touareg-სა და Porsche Cayenne-ს გაიწვევენ. აღნიშნულის მიზეზი პედლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემებია. გადაწყვეტილება 2011-2016 წლებში გამოშვებულ 391,000 Touareg-სა და 409,477 Cayenne-ს შეეხება.
Independent-ის ცნობით, აღნიშნული ავტომობილების გამოწვევა ტესტირების გაყალბების ცნობილ სკანდალთან კავშირში არ არის. კომპანიამ სექტემბერში ტესტირებების გაყალბება უკვე აღიარა. საქმე ჰაერის დაბინძურების ტესტირების გაყალბებას ეხება, რომლის მიხედვითაც Volkswagen-ის გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდი რეალურზე 40-ჯერ ნაკლები იყო.
მას შემდეგ Volkswagen-ი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდა. თუმცა იანვარში კალიფორნიის საჰაერო რესურსების საბჭომ Volkswagen-ის ავტომობილების უკან გაწვევის გეგმას მხარი არ დაუჭირა. საბჭოს განცხადებით, Volkswagen-ის განცხადება მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავდა: რა გავლენას მოახდენდა ავტომობილების გაწვევა მომავალ ტესტირებებზე?
Volkswagen-ის საქმის მოსამართლემ კომპანიას უკანასკნელი გაფრთხილება მისცა. Volkswagen-ს გადაწყვეტილება სასწრაფოდ აქვს მისაღები.
commersant.ge