02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა უნდა შეიზღუდოს არამარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა ქალაქის ქუჩებსა თუ ავტობანებზე ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა შეიზღუდოს:

„ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა, არამარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სოციალური სიგნალების მაჩვენებელს და მინდა გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და ციმციმა მხოლოდ კანონის დადგენილი წესით იყოს გამოყენებული! შუქურა, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნება გასატარებელი. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ თვითონ მიიღებენ ისეთ ზომებს, თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში ქალაქებში თუ ავტობანებზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.