ეკონომიკა

რადიკალური ნაბიჯები რომლის გადადგმასაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გასავითარებლად გეგმავს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილება, რადგან ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ეკონომიკური წინსვლაა. პრემიერის თქმით, რეფორმები გაზიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

მოკლედ გთავაზობთ რეფორმებს, რომელიც დღევანდელი მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა:

  1. აიკრძალება ონლაინ სესხები
  2. გაიზრდება სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი
  3. 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხის გაიცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
  4.  2015 წლის 1 იანვრამდე ვინც აიღო იპოთეკური სესხი დოლარში, მოხდება მათი სესხების კონვერტაცია იმ მომენტში არსებული კურსის მინუს 20 პუნქტი.
  5.  თამბაქოზე და ნავთბპროდუქტებზე გაიზრდება აქციზი.
  6.  გაიზრდება ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი.
  7. ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით
  8.  მთავრობა 10-10 პროცენტით ამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს!