დაუძლეველია თუ არა ჩინეთის კრიზისი – საჭიროა 6$ ტრილიონი
ჩინეთის ეკონომიკას ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად 5 ტრილიონი დოლარი ესაჭრიოება, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, საკმარისია, თუ არა ეს სახსრები.
ქვეყანა. მიმდინარე პერიოდში, კრიზისის შეჩერების ბერკეტების უქონლობას განიცდის და ეგუება ბევრ დამანგრეველ ფაქტორს, როგორებიცაა: გაუფასურებული ვალუტა, არასტაბილური საფონდო ბირჟები. კრიზისს განიცდის თითქმის ყველა კორპორატიული სექტორი, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
ამ პრობლემების მოგვარება, უზარმაზარ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. Business Insider აქვეყნებს ერთ-ერთი წამყვანი ჩინელი ეკონომისტის, შარლინ ჩუს კომენტარს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„მისაღებია მასიური კრედიტების აღება, თუმცა 2016 წელს იმავე საკრედიტო იმპულსის მიღწევას, როგორიც 2009 წელს ჰქონდა ჩინეთს, 37,5 ჩინური იუანი ჭირდება“, – აცხადესბ ჩუ.
5.7 ტრილიონი ამერიკული დოლარი.
ეს თანხა გამოთვლილია შარლინ ჩუს მმართველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის, საერთო სოციალური საფინანსო ორგანიზაციის (TSF), მიერ, რომელიც ჩინეთის ეკონომიკაში ბრუნვად მთლია ფინანსურ სახრებს ითვლის.
„სხვა მონეტარული ბერკეტები ან უკვე გამოყენებულია, ან არ ექნება ეფექტური შედეგი დეფლაციური ტალღის მიმართ, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა მცირე მეწარმეობას და მრეწველობას“- ნათქვამია შარლინ ჩუს განცხადებაში. „საპროცენტო განაკვეთების შემცირება კრედიტი აღების დროს მომგებიანია, თუმცა ამ მომენტისთვის არასაკმარისი. კაპიტალდაბანდების ანაზღაურების საჭირო ნორმის(RRR) შემცირება კი დაეხმარება საფინანსო ინსტიტუტებს ლიკვიდურობის საჭირო ნორმის მიღწევაში“.
იუანის გაუფასურების ფონზე, ნაღდი ფული ქვეყანას დიდი სისწრაფით ტოვებს. 2015 წლის დეკემბერში ჩინეთმა 3,4 ტრილიონი დოლარიდან 108 მილიარდი დახარჯა რათა გაუფასურების სწრაფი ტემპი შეეჩერებინა.