03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის განვითარებაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის განვითარებაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი რამდენიმე პირობას ითვალისწინებს.

“დავით გარეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციის და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტოროთა ცენტრის და ავტოსადგომის მოწყობას. ასევე, გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე გათვლისწინებულია სამონასტრო კომპლექსში დაზიანებული სამი კედლის რეაბილიტაციაც. აღნიშნულ საკითხზე სამონასტრო ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

წყარო: BPN.GE