ეკონომიკის სამინისტრო ლარის 2,2 ნიშნულამდე გამყარებას პროგნოზირებს
ეკონომიკის სამინისტრო საშუალოვადიან პერიოდში, ლარის გამყარებას ელის.
მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას თქმით, მათი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი აშშ დოლარათან 2,2-2,25 ნიშნულამდე გამყარდება.
გაგუა ამბობს, რომ კურსის პროგნოზირება რთულია და მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდზე ხდება გათვლები, აღნიშნა, რომ სამინისტრო მოკლევადიან პროგნოზს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, ამ კვირაში ლარს გამყარების ტრენდი აქვს. დღეისათვის, 1 აშშ დოლარი 2.29 ლარი ღირს.
წყარო: GBC