სხვა

დღეს, აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს – სალომე ზურაბიშვილი

ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , – ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს – აძლევენ შეუზღუდავად პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები იქიდან გააგზავნოს, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს.

დღეს არ არის საკითხი, არ დგას, აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება