20/05/2024
Latest:
სხვა

ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.

უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები,“ – ნათქვამია სტატიებში.

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიის მიერ აღიარებულ EDEN – ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network – ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან.

 

კომენტარის დატოვება