19/05/2024
Latest:
საზოგადოება

დიდი სკანდალი: ფეხბურთის ფედერაციას 6 მილიონი ვალი ჰქონია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვალი 6 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ეს მემკვიდრეობა დაუტოვა ზვიად სიჭინავამ და მისმა გუნდმა ახალ პრეზიდენტს, რომელსაც 35 სუბიექტი შაბათს აირჩევს – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ცოტა ხნის წინ “პრაიმტაიმმა”.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბუღალტერი დეტალურად ხსნის, თუ რა ვალზეა საუბარი.

როგორც გაირკვა, კლუბებისთვის გაწეული დახმარება გასულ სეზონში, რომელიც 200-200 ათას ლარს შეადგენდა თითოეულ მათგანზე, მიუხედავად ექს-პრეზიდენტ სიჭინავას მტკიცებისა, ფედერაციას ვალად აწერია და ის 6 მილიონს შეადგენს.

როგორც სფფ-ს ბუღალტერი, ნარგიზ ჩხიკვაძე განამრტავს, თავის დროზე, ის ამ ვალის აღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ აღმასკომზე, სადაც ეს საკითხი გადიოდა, აღმასკომის წევრებმა ხმა არ ამოიღეს, რადგან კლუბების გადაკიდება არავის აწყობდა. წინ კი არჩევნები იყო.

ნარგიზ ჩხიკვაძე, სფფ-ს ბუღალტერი: “ფედერაციას რატომ აქვს ვალი და კლუბები რომ დავაფინანსეთ, ამიტომ ავიღეთ ეს ვალი”.

– თუმცა, 16 გუნდზე ეს თანხა 3 მილიონ 200 ათასს შეადგენს და არა 6 მილიონს

“ეს თანხა ევროშია აღებული, 2 მილიონი ავიღეთ ევროში ვალი, 4 მილიონზე მეტი ავიღეთ და კიდევ უეფადან რაღაცები”.

– ზვიად სიჭინავა, თავის დროზე აცხადებდა, რომ ეს არ იყო ვალი და ეს იყო წინასწარ აღებული თანხები, ახლა რატომ გახდა ვალი?

“კი, ამ წუთში ვალი აქვს, ძირითადად კლუბებისთვის მიცემული ფულია ვალი. დანარჩენი უფრო ზვიადს ვკითხოთ. მე აღმასკომის სხდომის წევრებმა რომ მკითხეს, რატომ გაქვს ვალი, სხდომა რომ მიმდინარეობდა, სპეციალურად დავესწარი და დავაფიქსირე ჩემი აზრი. ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი კლუბებისთვის ამ თანხის გადახდისა”.

– გვახსოვს თქვენი განცხადებები…

“არავინ არ გამოვიდა იქ, რადგან კლუბების გადაკიდების ყველას ეშინოდა, რადგან არჩევნები მოდიოდა, პლიუს ამას, კლუბები კი არ დააფინანსა ფედერაციამ, არამედ, კლუბებისთვის გაისროლა 6 მილიონი ლარი”.

წყარო: primetimenews.ge