ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: გვაქვს გეგმა როგორ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა 6-დან 11 მლნ-მდე

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა.

მისი თქმით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41%-ია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წყარო: bpi