საზოგადოება

ჟან-ელი მალკინი: „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც C  ჰეპატიტის ელიმინაცია განხორციელდება“

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები  და სხვა საერთაშორისო პარტნიორები,  C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილეს და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის  შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის  პროგრამის განვითარების ხელშეწობა და  პროგრამის მიმდინარეობაზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა წარმოადგენდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში  ვმონაწილეობთ ექსპერტები  და რეალურად ვაფასებთ   პროგრამის მიმდინარეობას  საქართველოში. პროგრამა საკმაოდ წარმატებულია.  6 თვეა, რაც   პროგრამა  დაიწყო და მასში  უკვე 5000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.  ეს კარგად გამოხატავს იმ ნებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მხრიდან. ეს იქნება პირველი შემთხვევა და მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული დაავადება იქნეს  აღმოფხვრილი ქვეყანაში. ასე, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა მსოფლიოში,“ – აღნიშნა საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალ ალიანსის“ პრეზედინტმა ჟან-ელი მალკინმა და დადებითად შეაფასა  პროგრამის პირველი შედეგები საქართველოში. მალკინმა ასევე ისაუბრა პროგრამის მიმდინარეობის დეტალებზე და განმარტა: „პროგრამა ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა  უკვე ფაქტიურად დასრულებულია. მასში 5000 პაციენტი ჩაერთო, რომელიც  ყველაზე მეტად საჭიროებდა მკურნალობას. 2016 წლიდან დაიწყება შემდეგი ეტაპი, რომელშიც უფრო მეტი აქტივობები იქნება საჭირო, იმ კუთხით, რომ გამოვლინდნენ დაავადებულები. მე როგორც გლობალური ალიანსის ჯანდაცვის წარმომადგენელი, შევაფასებ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლიც წარმატებას საქართველოში მიაღწევს და შემდეგ მოხდება მთელ მსოფლიოში  C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოს წარმატებულ მაგალითზე.”

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში. ცნობილია, პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

საქართველომ 6 თვეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ეს რეალურად ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვცდილობთ ამ მეტად საშიში დაავადების ელიმინაციის პროგრამის განხორცილებას. ამჟამად, იმყოფება ექპერტთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მთავრობას პროგრამის შემდეგი განხორციელებისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ვორდიმ

შეგახსენებთ, რომ საქართველოში C   ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლებიც  ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით გაუწევენ კონსულტაციას, საქართველოში მიმდინარე პროგრამა დადებითად შეაფასეს. პროგრამის მეორე ეტაპი დეკემბრიდან დაიწყება, რომლის მიზანი საქართველოში წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობაა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის,  აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.