EBRD-ი მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანების შეძენას დააფინანსებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტს დააფინანსებს.
პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის, ასევე, 2 მლნ ევრო გრანტის სახით.
პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას.
მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.