04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

სექტემბრიდან თბილისში ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის

ახალი მუნიციპალური ავტობუსები ლურჯი ფერის იქნება. მერიას ავტობუსებსომპანია Man Truck and Bus AG მიაწვდის, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, მეორე ტურში 3 კომპანია გადავიდა. გერმანულ კომპანიას ტენდერის მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდა.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოუყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი კი, EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.

მერიის ცნობით, ავტოპარკის განახლება მგზავრობის საფასურის გაზრდას არ გამოიწვევს.