საზოგადოება

ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, სადაც ავტომობილები არ ივლის

კეიპ-ტაუნში მალე მდიდრული ეკოლოგიურად სუფთა სოფელი გაშენდება, სადაც ავტომობილები არ იქნება.

პროექტი, რომელიც აფრიკის კონტინენტზე პირველი იქნება, არქიტექტურულმა კომპანია  Swisatec-მა მოამზადა.

900 მილიონ დოლარიანი პროექტი სომერსეტ-უესტში მდებარე Blue Rock Resort-ში ამოქმედდება, სადაც უკვე განთავსებულია პოპულარული ღვინის საწარმოები და ვენახები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 1 000 საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო ცენტრების, სპა-სალონების, მაღაზიების, სკოლების და რესტორნების აშენება.

ავტომობილების რაოდენობა შეიზღუდება მთავარ გზაზეც. პროექტის ფარგლებში, ეკოსოფელში პრიორიტეტი იქნება ელექტროენერგიის დაზოგვა – როგორც ენერგიის განახლებადი წყაროების, ასევე დიოდური ნათურების და წყლის რესურსების მართვის სისტემის გამოყენებით.

 წყარო: allnews.ge