24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

“ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ყველაზე სწორი წამალი იმისა, რომ ლარი უფრო მყარი იყოს”

ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ყველაზე სწორი წამალი იმისა, რომ ლარი იყოს უფრო მყარი და სტაბილური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, რომელიც ჭიათურაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სულხან მახათაძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ უპასუხა ექსპერტების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ლარის კურსის ვარდნა ინვესტიციების ნაკლებობით და ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებლით არის განპირობებული.

„ექსპერტებს შევუსწორებ – ინვესტიციები შემოდის. ლარის დროებითი მერყეობა არის დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი კურსი. მიუხედავად ამისა, დავეთანხმები იმ ნაწილს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ყველაზე სწორი წამალი იმის, რომ ლარი იყოს უფრო მყარი და სტაბილური, რისთვისაც ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, რისთვისაც უნდა მისცეს ჭიათურის მოსახლეობამ ხმა სულხან მახათაძეს, იმიტომ რომ ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო დამაჯერებლად, უფრო მყარად და უფრო სწრაფ დროში განვახორციელოთ ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აქვს პრემიერს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.