ეკონომიკა

“ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტი კერძო სექტორი და კერძო სექტორზე ორიენტირებულობაა”

28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძირითად მიღწევებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთლიანად ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი და კერძო სექტორზე ორიენტირებულობა. ეს ის სექტორია, ვინც ჩვენს ეკონომიკას ამოძრავებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, ეკონომიკური გუნდის მინისტრების, რომ თავიდან ბოლომდე ვემსახუროთ კერძო სექტორს.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არამარტო პოლიტიკის დონეზე, არამედ ინსტრუმენტების დონეზე ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნია ემსახურებოდეს კერძო სექტორის განვითარებას და სტიმულირებას. ყველა სამინისტრომ პრაქტიკულად წარმოადგინა ეს ინსტრუმენტები. მათ შორის, მეც, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა წარმოვადგინე ის ინსტრუმენტები, ის პოლიტიკა, რომლითაც ჩვენ ამ წუთში ვხელმძღვანელობთ და როგორც ვაპირებთ სამომავლოდ ჩვენი მიმართულების განვითარებას”,

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.