ერევანში საპროტესტო აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს
სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, – ინფორმაციას მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში 113 ადამიანია გადაყვანილი“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 9 მაისიდან, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით აქციები იმართება.