09/05/2024
Latest:
მსოფლიო

“ერთიანი რუსეთის” სიმბოლოა რუსული ტყის ყველაზე სულელი ცხოველი დათვი, რომელსაც ნახევარი წელი სძინავს და სხვებს თაფლს ჰპარავს”

“ერთიანი რუსეთის” სიმბოლოა რუსული ტყის ყველაზე სულელი ცხოველი დათვი, რომელსაც ნახევარი წელი სძინავს, სხვებს თაფლს ჰპარავს და მდინარეში თევზს იჭერს”, – ამის შესახებ რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკიმ აცხადებს.

ჟირინოვსკის თქმით, რუსეთი ძალიან ნელა ვითარდება და ჩამორჩება სხვა ქვეყნებს განვითარების ტემპით.

“ჩვენ ვვითარდებით ძალიან ნელა. ბელორუსია გვისწრებს, ყაზახეთმა გაგვისწრო, საქართველო გვისწრებს. ეს რა არის?! ერთიანი რუსეთის სიმბოლო რა გვაქვს? დათვი. ყველაზე სულელი ცხოველი რუსულ ტყეში, რომელსაც  ნახევარი წელი სძინავს, არაფერს აკეთებს. ნახევარი წელი დადის, სხვებს თაფლს ჰპარავს და მდინარეში თევზს იჭერს. ამიტომაც ცოტა სიმბოლურია, პარტიამ “გაერთიანებული რუსეთი” ეს ცხოველი აიღო საკუთარ სიმბოლოდ. ყველაზე არაპროგნოზირებადი ცხოველი, რომელიც არ იცი რას როდის გააკეთებს”, – აცხადებს ჟირინოვსკი.